Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ყაზახეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე

2025 წლის 2–3 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია მონაწილეობდა ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმათიში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.

ღონისძიება ორგანიზებული იყო კასპიის უნივერსიტეტის კერძო სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, შპს „ყაზახეთის საერთაშორისო არბიტრაჟის“ და იურიდიული ფირმა „Zanger“-ის ერთობლივი თანამშრომლობით. მონაწილეებს მასპინძლობას კასპიის უნივერსიტეტის კერძო სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი უწევდა.

კონფერენციის თემატიკა — „დრო და სივრცე სამოქალაქო სამართალში“ (Time and Space in Civil Law) — მიეძღვნა კასპიის უნივერსიტეტის კერძო სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაარსების 30-ე და „ყაზახეთის საერთაშორისო არბიტრაჟის“ 20-ე წლისთავს.

კონფერენციის ფარგლებში თამარ ზარანდიამ წარადგინა მოხსენება თემაზე: „ვადები სამოქალაქო სამართალში“ . მოხსენება შეეხებოდა ვადების სამართლებრივ ასპექტებს შედარებით-სამართლებრივ ჭრილში და მოიცავდა საერთაშორისო გამოცდილების ანალიზს.

 

                           

თარიღი: 02/10/2025